"ბედნიერი წყვილი" - ფოტოები თაკო ნაცვლიშვილისა და ოთო ხუროძის თაფლობის თვიდან - Marao

"ბედნიერი წყვილი" - ფოტოები თაკო ნაცვლიშვილისა და ოთო ხუროძის თაფლობის თვიდან

2023-05-31 09:43:18+04:00

წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი უკვე არაერთი წელია, რაც სამოდელო სფეროში საქმიანობს და საკმაოდ წარმატებითაც. ის ასევე ცნობილი მოდელისა და სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებლის, ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილია. თაკო ადრეული წლებიდანვე აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა ჩვენებასა და გადაღებაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. ამ ეტაპზე კი, სამოდელო კარიერის პარალელურად, საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს. 

თაკომ და ოთო ხუროძემ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა. 

ამჯერად თაკო სწორედ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.