"რთუ­ლი იყო, არ ვი­ყა­ვი ამის­თვის მზად, ჩემი ცოლი, ელენე ძალიან მომეხმარა, ოჯახი გავხდით და ერთად შევძელით" - წარმატებული ქართველი მსახიობის, ირაკლი კვირიკაძის ამერიკული ცხოვრება, კარიერა და უმშვენიერესი მეუღლე - Marao

"რთუ­ლი იყო, არ ვი­ყა­ვი ამის­თვის მზად, ჩემი ცოლი, ელენე ძალიან მომეხმარა, ოჯახი გავხდით და ერთად შევძელით" - წარმატებული ქართველი მსახიობის, ირაკლი კვირიკაძის ამერიკული ცხოვრება, კარიერა და უმშვენიერესი მეუღლე

2023-05-31 09:56:35+04:00

"ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი“ - ახა­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­სა და მათ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე გა­და­ი­ღეს. სე­რი­ალს "კა­ვეა პლუ­სი“ წარ­მოგ­ვიდ­გენს ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად. თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი, მე­გობ­რო­ბა, სექ­სი, გარ­თო­ბა, დი­ლე­მა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი - ეს ის თე­მე­ბია, რა­საც ეს ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ე­ხე­ბა. 

ოთხი 19 წლის სტუ­დენ­ტის ფე­რა­დი და თა­მა­მი ის­ტო­რი­ის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი 12 სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა. რე­ჟი­სო­რი სოსო ბლი­ა­ძეა. ის არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მის ("ოთა­რის სიკ­ვდი­ლი“ და "ჩემი ოთა­ხი“) ავ­ტო­რია, ასე­ვე არის სე­რი­ა­ლ ჩცდ-ის ერთ-ერთი რე­ჟი­სო­რი.

"ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში“, სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გარ­და (ია ფა­რუ­ლა­ვა, ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი), პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზოდ­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ მსა­ხი­ობს, ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეს შეხ­ვდე­ბა. მისი გმი­რი, სა­ხე­ლად ალექ­სან­დრე, ოთხი სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბა...

ფილმ "მძევ­ლე­ბის“ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რას ახლა აშშ-ში აგ­რძე­ლებს, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, რო­მელ­საც ბერ­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის, "Shooting Stars“-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბის“ გა­და­ღე­ბე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და.

ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე:

- სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლ­ში 4 სტუ­დენ­ტია, რომ­ლე­ბიც "გა­უ­ში“ სწავ­ლო­ბენ. ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც ერთ-ერთი ხაზი და მთა­ვა­რი რო­ლია. "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი“ - ჩემი სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, ამ პრო­ექ­ტში გა­და­სა­ღე­ბად თქვენ­თვის ამე­რი­კა­ში ჩა­მო­უ­კი­თხავთ...

- კი, ნიუ-იორკში ჩა­მო­მა­კი­თხეს, ოღონდ მა­შინ სცე­ნა­რი გა­და­წყვე­ტი­ლი არ იყო. შე­აგ­რო­ვეს უბ­რა­ლოდ ჩემი კად­რე­ბი, რა­საც ნიუ-იორკში გა­და­ვი­ღებ­დით, თუ როლს დავ­თან­ხმდე­ბო­დი, უნ­დო­დათ, სე­რი­ალ­ში ფლე­შ­ბე­ქე­ბად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი... სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოს მთა­ვა­ზობ­დნენ - სტუ­დენ­ტებ­თან, ახალ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა ური­გო არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო... თან სე­რი­ა­ლი პირ­ველ ქარ­თულ ონ­ლა­ინკი­ნო­თე­ატ­რში, "კა­ვეა პლუს­ზე“ გა­ვი­დო­და. რა­ტო­მაც არა, მშვე­ნი­ე­რი კონ­ცეპ­ტია. სა­ბო­ლო­ოდ, მუ­შა­ო­ბა­ზეც შევ­თან­ხმდით. ჩემი გმი­რი - ალექ­სან­დრე, ჩემ­სა­ვით ამე­რი­კა­შია ნა­ცხოვ­რე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი იქ აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ლექ­ცი­ებ­საც ატა­რებ­და. "გაუს“ მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან ლექ­ცი­ებს პირ­ვე­ლად კი­თხუ­ლობს. აი­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მეტს არა­ფერს ვი­ტყვი...

ამ პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბებ­თან, გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან კონ­ტაქ­ტი.

- პრე­მი­ე­რა 8 ივ­ნის­საა, მა­ნამ­დე კი "ნე­ტფ­ლიქ­სის“ ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ამე­რი­კა­ში უნდა ჩახ­ვი­დეთ...

- კი, პრე­მი­ე­რა ამე­რი­კა­ში იქ­ნე­ბა. ეს არის უკვე არ­სე­ბუ­ლი კი­ნოს Extraction მე­ო­რე სე­რია. მას­ში ვნა­ხავთ რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ მსა­ხი­ობს, მათ შო­რის, თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ანს, ან­დრო ჯა­ფა­რი­ძეს, თინა და­ლა­ქიშ­ვილს და კი­დევ რამ­დე­ნი­მეს... ტრე­ი­ლე­რი და­ი­დო და ჩანს, რაც ხდე­ბა. მეტს ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვერ გე­ტყვით... მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, პირ­ველ რიგ­ში, ამ­ხე­ლა კომ­პა­ნი­ას­თან მოგ­ვი­წია შე­ხე­ბა. ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, რა გან­სხვა­ვე­ბა იყო ნე­ბის­მი­ე­რი სა­ავ­ტო­რო ფილ­მსა და ამ გა­და­ღე­ბებს შო­რის. ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით იყო გა­წე­რი­ლი, სა­ო­ცა­რი წეს­რი­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ახა­ლი უნა­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე, 4-5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ღე­ბა­ზე გვა­ვარ­ჯი­შებ­დნენ. ია­რა­ღის სრო­ლას, ჩხუბს, რა­ღაც ილე­თებს გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. სა­რის­კო რა­ღა­ცებს, ცხა­დია, მა­ინც "კას­კა­დი­ო­რე­ბი“ აკე­თე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო და გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ.

- ირაკ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ისეთ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­დეთ, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი, რე­ა­ლუ­რად კინო თქვენ­თან სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ მო­ვი­და?

- მა­ინც ოჯა­ხი­დან - ვხვდე­ბი, რომ აქე­დან ავი­ღე მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი. ამ სამ­ყა­რო­ში გა­ვი­ზარ­დე. ყვე­ლას­თან, ვის­თა­ნაც დე­და­ჩემს (მსა­ხი­ო­ბი ნინო ქო­რი­ძე. - ავტ.) ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ყო­ველ­თვის იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბას ქმნიდ­ნენ, იყ­ვნენ კი­ნო­ში, თე­ატ­რში. მერე თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბაც ამას და­უ­კავ­შირ­და. ახლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, მივ­ხვდი, რომ ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ თა­ვი­დან­ვე ასე გა­ვი­ზარ­დე. მა­შინ არც ვი­ცო­დი, არც მეს­მო­და, რა ხდე­ბო­და, ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა ატ­მოს­ფე­რო­ში ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო.წაიკითხეთ სრულად