"ჩანდა, რომ ღელავდა, რადგან თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი და ცრემლს იმშრალებდა" - ვინ იყო ელენე გიორგობიანი, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა, რომელსაც ღვთაებას უწოდებდა - Marao

"ჩანდა, რომ ღელავდა, რადგან თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი და ცრემლს იმშრალებდა" - ვინ იყო ელენე გიორგობიანი, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა, რომელსაც ღვთაებას უწოდებდა

2023-05-31 12:50:31+04:00

"ელენე გიორგობიანი - აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა, 1912 წელს, რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს აკაკის მიერ "ღვთაებად" წოდებული. ხოლო ელენეს სილამაზით მონუსხულმა გრიგოლ რობაქიძემ დაწერა "ფიორდების ასულს", რომელიც 1913 წელს ჟურნალ "ოქროს ვერძში" დაიბეჭდა" - ეროვნული ბიბლიოთეკა, "ივერიელი", ციფრული ფოტომატიანე...

"ელენე გიორგობიანი იყო გრიგოლ რობაქიძის პოეტური მუზა, მას ლექსიც მიუძღვნა - "ფიორდების ასულს". ელენეს ბევრი იმდროინდელი ცნობილი პოეტი უძღვნიდა ლექსებს. ლილე ჯაფარიძეს უნდოდა, ერთად გამოეცა ეს ლექსები, მაგრამ სავარაუდოდ, ლადო ჯაფარიძემ გაანადგურა", - იუწყებოდა პრესა...

ელენე გიორგობიანის მეუღლის, პედაგოგის, მთარგმნელის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ლადო ჯაფარიძის მოგონებებიდან - "აკაკისთან ერთად რაჭა-ლეჩხუმში":

 "ჩვენი საყვარელი მგოსანი აკაკი წერეთელი პირველად ქუთაისში ვნახე, როცა ის 60 წლის ვაჟკაცი იყო, მე კი, გიმნაზიის მოწაფეს, მისი ხილვა ოცნებად მქონდა გადაქცეული. და მაინც, ბოლოს და ბოლოს, 1912 წელს, აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, მასთან პირისპირ შეხვედრის ბედნიერებაც მეღირსა. მაშინ მგოსანი უკვე ჭარმაგი მოხუცი ბრძანდებოდა. ვიხილეთ თუ არა მგოსანი, მაშინვე ხმამაღალი "ვაშა" შევძახეთ და ამ, როგორც იმ ისტორიული მოგზაურობის მონაწილემ, მინდა ზოგი რამ გავიხსენო პირადად აკაკისა და იმ საზეიმო შეხვედრების შესახებაც, მგოსანს რომ რაჭა-ლეჩხუმში მოუწყვეს და ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულის ხასიათი მიიღო. ეს, საერთოდ, ცნობილი ამბავი გახლავთ, მაგრამ მე ჩემი თვალით ნანახ ამბებზე გიამბობთ თქვენ, ვისაც დიდი აკაკი თვალით არასოდეს გინახავთ.

დავიწყებ იმით, თუ რა გაფაციცებით ვემზადებოდით დიდი თუ პატარა, ახალ ჩოხებს ვიკერავდით. ჩემს პატარა ძმას, უჩასაც კი, რომელიც მაშინ მხოლოდ ხუთი წლისა იყო, დედამ სირმით მოვლებული მშვენიერი ქულაჯა შეუკერა... სტუმარს ონიდან 12 კილომეტრის დაშორებით, სორის ჭალებში დავხვდით. სამასი ცხენოსანი ვეგებებოდით საპატიო სტუმარსა და მის თანმხლებთ. პირველი ეტლი, რომელშიაც აკაკის დიდებულ სახეს მოვკარით თვალი, სხვა ეტლებისაგან განსხვავებით, ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული. ვიხილეთ თუ არა მგოსანი, მაშინვე ხმამაღალი "ვაშა" შევძახეთ და ამ გუნდურ ძახილს ტაშის გრიალიც დავურთეთ თან. მან აღფრთოვანებული სალმითა და ქუდის მოხდით უპასუხა ჩვენს საზეიმო შეძახილს და როცა შენიშნა, რომ სიტყვით მიმართავდნენ, ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ დაღლილი ჩანდა და, ხალხის თხოვნით, ისევ ეტლის სავარძელში დაბრძანდა. სიტყვაც ქუდმოხდილმა და ეტლში მჯდარმა მოისმინა;

იარაღში ჩამსხდარ ცხენოსნებს გვადევნებდა თვალს. ჩანდა, რომ ღელავდა, რადგან თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი და ცრემლს იმშრალებდა. ამის შემდეგ მგოსნისა და მის თანამგზავრთა ეტლების უკან დავეწყვეთ და სიმღერის გუგუნით ავათქარუნეთ ცხენები...

იშვიათი სანახავი გახლდათ ონის მისადგომთან აღმართული ტრიუმფალური თაღი, რომელიც ყვავილებითა და ლოზუნგებით იყო შემკული. ამ თაღთან აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. ქალაქის წარმომადგენელმა ისევ მორიგი მისასალმებელი სიტყვით მიმართა მგოსანს. და, აი, ამ დროს ხალხის წიაღიდან, როგორც წყლის ჭავლიდან თეთრი გედები, ამოიმართა თეთრით შემოსილი და თაიგულებით ხელდამშვენებული სამი ულამაზესი გოგონა; ისინი მსუბუქად გამოეყვნენ ხალხის ტალღას და, როგორც მგოსნის მუზები, ფერიებივით მიეგებნენ მას, მერე კი ეტლში ჩაუსხდნენ ძვირფას სტუმარს. ამ ”მუზებთან” დაკავშირებით მინდა მცირედით გადავუხვიო მთავარ სათქმელს და თქვენი ყურადღება მათზე გადავიტანო.

წაიკითხეთ სრულად