27 მაისის საღამოს კანის კინოფესტივალის დახურვა გაიმართა. წელს მას უამრავი ცნობილი სახე ესტუმრა, რომლებმაც წითელი ხალიჩა სილამაზის ზეიმად აქციეს, მაგრამ ყველაზე მეტი კომპლიმენტი ჰეიდი კლუმმა მიიღო.

კანიდან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ვარსკვლავმა მეუღლესთან, ტომ კაულიცთან ერთად იახტაზე დასვენებისას პაპარაცების ყურადღება კვლავ დაიმსახურა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 2023 წლის 1 ივნისს ვარსკვლავი 50 წლის გახდა.
ჰეიდი კლუმმა სამოდელო კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ რაც მან გერმანიის სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ 30 ათასი დოლარი მიიღო და სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა მიეცა. ამის გულისთვის ვარსკვლავმა სკოლა მიატოვა: ფიქრობდა, რომ ყოველთვის ექნებოდა დრო დიპლომის ასაღებად.
კლუმმა მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მიიღო, რაც საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე. ამის შემდეგ თითქმის მაშინვე Victoria's Secret-ის ბრენდმა შესთავაზა თანამშრომლობა.

მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და მოდელი ისევ ისე ბრწყინვალედ გამოყურება. მის ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ ვარსკვლავის სილამაზის მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ ხდება სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო რთულია.
მოდელის ფიგურა სულაც არ არის ბუნების საჩუქარი, არამედ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის შედეგი. ჰეიდი, რა თქმა უნდა, გენეტიკის მადლიერია, მაგრამ ამავდროულად ის ყოველდღიურად დაკავებულია სპორტით და კონტროლებს დიეტას.