სულ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, აღნიშნა, რომ ხვიჩა და მისი რჩეული, ნიცა თავაძე, უკვე დანიშნულები არიან და ქორწილის გადახდასაც აპირებენ. ნიცა ხშირად სტუმრობს ფეხბურთელს და, როგორც იტალიური მედია წერს, ხვიჩას წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მისი მეგობარი გოგონაა.

ამჯერად ხვიჩასა და ნიცაზე ჟურნალ "სარკესთან" ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია საუბრობს: "ნაპოლის" მატჩიდან მეორე დღეს მოვიდა ხვიჩა ოჯახთან ერთად, მეუღლესთან, ნიცასთან ერთად… ხვიჩა და ნიცა ერთად არიან. მინდა, ვუსურვო კვარაცხელიების გამრავლება, ეს სჭირდება ჩვენს გვარსაც, ოჯახსაც და ქვეყანასაც…“ - ამბობს ის ინტერვიუში. 