"ქართველი ქალების სილამაზე" - თიკა ფაცაციას, სალომე ღვინიაშვილის, ლიკა კვარაცხელიასა და გვანცა დარასელიას ფოტო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა - Marao

"ქართველი ქალების სილამაზე" - თიკა ფაცაციას, სალომე ღვინიაშვილის, ლიკა კვარაცხელიასა და გვანცა დარასელიას ფოტო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

2023-06-01 11:00:51+04:00

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.

ამჯერად თიკა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საღამოზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ის მეგობრებთან, ასევე ცნობილ და წარმატებულ სახეებთან, გვანცა დარასელიასთან, ლიკა კვარაცხელიასთან და სალომე ღვინიაშვილთან პოზირებს და გამომწერებისგან არაერთ კომპლიმენტსაც იმსახურებს.