"ყველ­გან, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს, პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებს და ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მთა­ვარ­ში ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად ჰგავს" - რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი და როგორია ირინკა კავსაძის ცხოვრება - Marao

"ყველ­გან, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს, პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებს და ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მთა­ვარ­ში ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად ჰგავს" - რით ჰგავს ბელა მირიანაშვილს შვილიშვილი და როგორია ირინკა კავსაძის ცხოვრება

2023-06-01 13:07:03+04:00

ირინკა კავსაძის გვარი, ალბათ, უკვე ბევრს ამბობს. ის ცნობილი ბაბუის, კახი კავსაძისა და ასევე ქართული კინოს ლეგენდის, უმშვენიერესი ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია. კავსაძეების ოჯახის ხელოვნების სფეროსთან სიახლოვე ამ დიდი არტისტების გამო გასაკვირი არ არის და გამონაკლისი არც ირინკაა. ირინკას პროფესიულ არჩევანსა და ცხოვრებაზე მისი მამიდა, ნანუკა ხუსკივაძე საუბრობს:

"ირინ­კა მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ხში­რად ხდე­ბა, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ. მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, მის შემ­თხვე­ვა­ში, არის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რაც რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც არ­სე­ბობს. ამ ბავ­შვში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ვე­ბი შო­რი­დან მო­დის. მისი პა­პის მამა გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი ლოტ­ბა­რი სან­დრო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. და­თაშ­კა კავ­სა­ძე (ასე­ვე ლოტ­ბა­რი) კი - პა­პის მამა. კა­ხო­ზე (კახი კავ­სა­ძე, - ავტ.) არა­ფერს ვამ­ბობ, ბე­ბი­ის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან ფეს­ვებ­ზე - ბე­ლას მამა ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა...

მოკ­ლედ, ირინ­კას გე­ნე­ტი­კა არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით და­ხუნ­ძუ­ლია, მაგ­რამ მას არა მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ პი­როვ­ნუ­ლად არის სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მშრო­მე­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა. ხან­და­ხან გვა­ო­ცებს იმით, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარს თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი გზა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარ­გია, რომ ასე გა­მოს­დის ეს. ამას­თან, სა­შინ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რეა.

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი აქვს, რომ პრო­ფე­სი­ა­ში მყა­რად გან­ვი­თარ­დეს. იცის, რომ რთუ­ლია, - ეს მის­თვი­საც მით­ქვამს, თუმ­ცა უკვე დიდი გზა გა­ი­ა­რა. ვა­შინგტონ­ში, თე­ატ­რში, დი­ლი­დან დი­ლამ­დე შრო­მო­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და კარგ პრო­დუქ­ცი­ას ქმნი­ან. ირინ­კა იქ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრშია... აქე­დან 9 წლის იყო, იქ რომ წა­ვი­და, სა­დაც გა­ი­ზარ­და. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ო­ცებს, ის არის, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თუ­ლი ენა სულ არ და­ვი­წყე­ბია და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობს.

- თით­ქმის თქვენ გა­რე­შე გა­ი­ზარ­და, რო­გო­რია ემო­ცი­უ­რად ეს თქვენ­თვის?

- არა იმი­ტომ, რომ ახლა მას­ზე ვსა­უბ­რობთ, ირინ­კა ჩვენს ოჯახ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია თა­ვი­სი პო­ზი­ტი­ვით... მას­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ თა­ნა­მედ­რო­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი (ინ­ტერ­ნე­ტი, ტე­ლე­ფო­ნი) გვეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არის დიდი მო­ნატ­რე­ბა, რა­საც ვუმკლავ­დე­ბით. მათ ჩვენ­ზე მე­ტად უჭირთ, ისი­ნი ხომ აქე­დან ოჯა­ხით წა­ვიდ­ნენ.

- ირინ­კას ბე­ბია, მსა­ხი­ო­ბი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, დე­დათ­ქვე­ნი ვახ­სე­ნეთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ჰგავს თუ არა ბე­ბი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი?

- გა­რეგ­ნუ­ლად არა, უფრო ბა­ბუ­ას ჰგავს. მას დე­და­მი­სის­გან ბევ­რი კარ­გი რამ აქვს აღე­ბუ­ლი და ამას­თან, ჰგავს კი­დეც... ბე­ლას ბუ­ნე­ბით და ხა­სი­ა­თით ვამ­სგავ­სებთ. ყველ­გან, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს, პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებს და ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მთა­ვარ­ში ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად ჰგავს.

წაიკითხეთ სრულად