"სიმღერა ეკლესიის გუნდში, დამოკიდებულება ნარკოტიკებზე და ტრაგიკული სიკვდილი" - უიტნი ჰიუსტონის ცხოვრება და კარიერა - Marao

"სიმღერა ეკლესიის გუნდში, დამოკიდებულება ნარკოტიკებზე და ტრაგიკული სიკვდილი" - უიტნი ჰიუსტონის ცხოვრება და კარიერა

2023-06-01 13:17:31+04:00

უიტნი ჰიუსტონი 1963 წლის 9 აგვისტოს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ newark-ში დაიბადა. დედა სოულის მომღერალი იყო და ერთი პერიოდი დედა-შვილი ერთადაც კი მღეროდა. რაც შეეხება კარიერას უიტნიმ 11 წლის ასაკში დაიწყო -  ქალაქში არსებული ეკლესიის სოლისტი იყო და გუნდში მღეროდა. გარდა აიდა, გარეგნობაც ხელს უწყობდა და გარკვეული პერიოდი მოდელად მუშაობდა.

18 წლისამ მენეჯერ ჯიმ ჰარვისთან გააფორმა კონტრაქტი სადაც სამსახიობო, საცეკვაო ხელოვნებასა და ვოკალს დაეუფლა. ამის შემდეგ უიტნი 1985 წელს ხმის ჩამწერ "arista records"-თან აფორმებს 2 წლიან ხელშეკრულებას და მისი პირველი ალბომიც გამოდის, რომლის 13 მილიონი ეგზემპლარი იყიდება.

გასტროლებით გადაღლილმა უიტნიმ პირადი ცხოვრების მოწესრიგება დაიწყო. მას ხანმოკლე რომანები ჰქონდა ედი მერფისთან და რენალ კანინგემომთან. რომანების შემდეგ უიტნი რიტმენ-ბლუზის ცნობილ შემსრულებელთან ბობ ბრაუნთან 1990 წელს აბავს რომანს, მიუხედავად იმისა რომ ბობი ცუდი რეპუტაციით იყო ცნობილი.

უიტნი და ბობი 2 წელში დაქორწინდნენ. 1993 წელს ქალიშვილი შეეძინათ ბობი ქრისტინა. ქმრის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ გავლენა უიტნიზე მოახდინა და მომღერალიც ნარკოტიკზე დამოკიდებული გახადა. 

2007 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ უიტნის დამოკიდებულება არ გამქრალა. ამ ყველაფერმა შედეგი მალევე გამოიღო: 2012 წლის 11 თებერვალს უიტნი ბევერლი ჰილტონის სასტუმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.ადგილობრივი პოლიციის თქმით გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც ვარაუდობენ, მისი სიკვდილი ფსიქოტროპულმა წამლებმა და სასმელმა გამოიწვია.

როცა ყოფილმა ქმარმა უიტნის სიკვდილის შესახებ შეიტყო, ემოციებს დაუფარავად გამოხატავდა. ტიროდა და საშინელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამის მიუხედავად მისისიპის კონცერტი არ გააუქმა, რომელიც ამ ამბიდან ერთ საათში იწყებოდა.ბობი კონცერტზე ტირილს ვერ იკავებდა და სულ იმეორებდა "I love you, whitney."