თამარ ივერი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მომღერლის ტყუპი დაბადების დღეს აღნიშნავს.
„9 წლის წინ ამ უსაყვარლესმა თაგუნიებმა გამაბედნიერეს, შეცვალეს ჩემი პრიმადონულ-ეგოისტური ცხოვრება და სიტყვა „მე“ სიტყვა „ჩვენ“-ით შემიცვალეს!..
მინდა, პირველ რიგში, სუფთა, პატიოსანი, მოსიყვარულე და სიკეთის მქმნელი ადამიანები გაიზარდონ… ესაა ის, რაც გვეყოფა მე და რაულს სრული ბედნიერებისათვის. გილოცავთ, უგო-ავთანდილ და ნინა-ლიზა!.. იდღეგრძელეთ!!“
