რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ტელეწამყვანობასა და მსახიობობასთან ერთად, წარმატებით ითავსებს ინფლუენსერობასაც და საზოგადოებას ხშირად აცნობს სხვადასხვა პროდუქტსაც.
ამჯერად რუსკამ „ჩვენი ოჯახის“ ეთერში ოჯახში შექმნილი კრიზისის შესახებ ისაუბრა:
„რვა წელია, უკვე უღელში ვარ. 11 წელია, ზოგადად, რაც ერთად ვართ და არის ხოლმე ხშირად კრიზისული პერიოდები. მაინტერესებს, რა ხერხებია იმისთვის, რომ ეს პერიოდები გადალახო, რადგან ამისი მეთოდები არ ვიცი… ძირითადად, კრიზისები მე მეწყება ხოლმე… ჩემი პრობლემა ზოგადად საუბარია, მე არ მინდა ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი, არც მერე… მაქსიმალურად ვწელავ დროს, რომ ამაზე არ ვისაუბრო, არადა, ვიცი, რომ ლაპარაკი მნიშვნელოვანია. ყოველთვის გავურბივარ ამ საუბარს“ - აღნიშნა რუსკამ.
რუსკა მაყაშვილმა და სანდრო ნიჟარაძემ 8 წლის წინ იქორწინეს. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.