ელის-მარია სააკაშვილი იუბილარია. სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი დღეს 3 წლის გახდა და მეგობრებისგან უამრავი თბილი მილოცვა მიიღო. ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავად სოფომ გამოაქვეყნა.



ელის-მარია სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი შვილის მამის ვინაობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, ჭორები მისი და მიხეილ სააკაშვილის რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე, სოფომ ელის-მარია საზოგადოებას წარუდგინა და, ამის პარალელურად, ციხიდან მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა განცხადება და დაადასტურა, რომ ელის-მარია მისი შვილია.