მესამე სეზონის ეპიზოდში კიმ კარდაშიანმა პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად იმოქმედა ქმართან დაშორებამ მის ფსიქიკაზე.
„იმ სიგიჟეების მიუხედავად, რასაც კანიე ჩვენზე ამბობს, მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს“ - ამბობს კარდაშიანი ეპიზოდში. "აქ უნდა ვიჯდე და არასდროს არაფერი ვთქვა, რადგან ვიცი, რომ ეს ჩემი შვილებისთვის მტკივნეული იქნება და ერთ დღეს ისინი ამას დააფასებენ".
ცნობილი რეპერისა და მსახიობის ვარსკვლავური წყვილი 2021 წელს დაშორდა. კიმი და კანიე მაშინ ამბობდნენ, რომ მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებდნენ, თუმცა ერთმანეთზე არც ისე სასიამოვნო განცხადებები მაინც გააკეთეს. კიმს და კანიეს ოთხი შვილი ჰყავთ.