სალმა ჰაიეკმა თავისი მეუღლე, ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ჰენრი პინო, 2006 წელს გაიცნო, Palazzo Grassi-ს გამოფენის გახსნაზე. სალმას და ფრანსუა-ჰენრის 4 შვილი ჰყავთ - მათ შორის სამი ფრანსუას წინა ქორწინებიდან. ერთადერთი ბიოლოგიური შვილი სალმამ 41 წლის ასაკში გააჩინა.

თუმცა ერთმა უწყინარმა პოსტმა "ინსტაგრამზე" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჰაიეკის ქმარი 61 წლის გახდა და მსახიობმა თავისი სიყვარული მის მიმართ "ინსტაგრამზე" გამოხატა.

ზოგიერთმა აღნიშნა, რომ სალმასა და ფრანსუა-ანრის შორის გარეგნული განსხვავება შესამჩნევი იყო. ვიღაცამ გაბედა ეკითხა: "ეს შენი ბაბუაა?" - სხვები აცხადებდნენ, რომ ის მხოლოდ ფულისთვის დაქორწინდა.
შეიძლება ჩანდეს, რომ ფრანსუა-ანრი სალმაზე ბევრად უფროსია, მაგრამ, სინამდვილეში, განსხვავება მხოლოდ 5 წელია - სალმა 56 წლისაა, ხოლო მისი ქმარი 61 წლის.