დევა კასელის ბევრი გულშემატკივარი აღნიშნავს, რომ იგი ვარსკვლავ დედას საოცრად ჰგავს. მისი სტილი სადა და დახვეწილია. დედის მსგავსად, მაქმანებიანი კოსტიუმები განსაკუთრებით უყვარს და დროდადრო მსგავსი სტილის სამოსსაც ირგებს.
ახლახან მოდელი მაქმანებიანი კაბით რომში გამოჩნდა. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა და მონიკა ბელუჩის კიდევ უფრო მეტად ჰგავდა. ამის გამო გოგონამ ძალიან ბევრი მოწონება და თბილი კომენტარი მიიღო.
გასეირნების შემდეგ დევა კამერის წინ პოზირებდა და საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.
დევა კასელის კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი ფოტო შეგიძლიათ დაათვალიეროთ ამ ლინკზე.