მსახიობი შერონ ტეიტი და რეჟისორი რომან პოლანსკი ერთმანეთს ფილმის, "ვამპირების ცეკვის" გადაღების დროს შეხვდნენ. პოლანსკი ჰოლივუდში მაშინ იწყებდა კარიერის განვითარებას, თუმცა ევროპაში უკვე საკმაოდ ცნობილი რეჟისორი იყო. ტეიტი კი დამწყები მსახიობი იყო და რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა შესრულებული. მოგვიანებით, რეჟისორმა აღიარა, რომ შერონის სამსახიობო ნიჭით თავდაპირველად არ მოიხიბლა და მისი მონაწილეობით სცენებს ძალიან ბევრჯერ იღებდნენ, რომ ის გამოსულიყო, რაც სურდათ. თუმცა პოლანსკის გოგონა ძალიან მოსწონდა და ფილმის გადაღებების პერიოდში პაემანზე დაპატიჟა. მაშინ შერონს მეგობარი ბიჭი ჰყავდა, თუმცა მას დაშორდა და რეჟისორს პაემანზე გაჰყვა.

ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ ტეიტი პოლანსკისთან გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ცნობილია, რეჟისორს პარალელური ურთიერთობებიც ჰქონდა და ამის დამალვას არც ცდილობდა. შერონს იმედი ჰქონდა, რომ როცა დაქორწინდებოდნენ, ყველაფერი შეიცვლებოდა. მათ 1968 წლის იანვარში იქორწინეს და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. რომან პოლანსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი აღიარება მოიპოვა, შერონი კი "ოქროს გლობუსის" ნომინანტთა სიაში დაასახელეს.
1968 წლის ბოლოს ტეიტმა შეიტყო, რომ ორსულად იყო. როგორც ცნობილია, რეჟისორი ამ ამბით არ აღფრთოვანებულა, რადგანაც თვლიდა, რომ მამობისთვის მზად არ იყო. შერონს მეუღლის ამ პოზიციის არ ესმოდა, ამიტომაც მტკიცედ გადაწყვიტა, რომ შვილს გააჩენდა...გაგრძელება