ელის-მარია სააკაშვილი 2 ივნისს იუბილარი იყო. სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი 3 წლის გახდა და მეგობრებისგან უამრავი თბილი მილოცვა მიიღო. ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავად სოფომ გამოაქვეყნა. დაბადების დღის წვეულებას დედა-შვილის მეგობრებთან ერთად, ელის-მარიას ბებია, გიული ალასანიაც ესწრებოდა.

დაბადების დღე ქალიშვილს საპატიმროდან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიულოცა და ელის-მარიას ვიდეო გააზიარა, სადაც ის სხვადასხვა ქვეყნის დროშას ცნობს: „შეხედე ერთი ამ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს. არ არის განსაკუთრებული? ელის მარია 3 წლის“- წერს მიხეილ სააკაშვილი.