იანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია მის გამომწერებს სასიხარულო ამბავს უზიარებს. ის წერს, რომ მას და მის რჩეულს, ჯარჯი თორაძეს ქორწილი 5 ივნისს ექნებათ:
„ჩემო საყვარელო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა, ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა…ვერ ვახერხებ, ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვიცი, მაპატიებთ, რადგან გიზიარებთ სასიხარულო და საპატიო მიზეზს.
5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს. ღმერთს ვთხოვ, ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი. თქვენთან შეხვედრას კი აუცილებლად მოვაწყობ და ბედნიერებას ვიზეიმებ თქვენთან ერთად… სულ მალე“ – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.
ჯარჯი თორაძე ზაზა თორაძის შვილია. მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. თათია შარანგია კი ორჯერ იყო დაქორწინებული და ის 3 ბიჭის დედაა.