წარმატებულ ქართველ მოდელს, ანა ახვლედიანს საზოგადოება კარგად იცნობს. მან თავისი სილამაზითა და გამორჩეული გარეგნობით არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ანა თანამშრომლობდა პარიზისა და ინგლისის სამოდელო სააგენტოებთან, ხშირად ადარებდნენ ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს.
ანა ახვლედიანი ასევე მოდელ გიგი ბერაიაზეა დაქორწინებული, წყვილს ერთი ქალიშვილი, ევა ჰყავს. "ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება! დიდად არაფერი შეცვლილა, ისედაც სულ რეჟიმში ვიყავი, სწორად ვიკვებებოდი და ამას მიჩვეული ვარ. გიგის თავიდანვე გული უგრძნობდა, რომ გოგო იქნებოდა, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა, პირველი შვილი გოგო ყოფილიყო... მე რატომღაც ბიჭი მეგონა, თუმცა სულ ერთი იყო, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ორივე ძალიან გაგვიხარდებოდა", - ამბობდა შვილის გაჩენის შემდეგ მოდელი. ევა ძალიან ჰგავს უმშვენიერეს დედას და პატარა ასაკიდანვე გახდა პოპულარული. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად ანა სწორედ ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: "ზღაპრის გმირების ოჯახი" , "საოცრად ლამაზები", "წარმოუდგენელი სილამაზე" - წერენ კომენტარებში.