ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნატალი პორტმანი კინოინდუსტრიას ახალი როლით დაუბრუნდა - კანის კინოფესტივალზე მსახიობი ახალი ფილმის „მაისი, დეკემბერი“ პრემიერაზე გამოჩნდა. მაშინაც კი ბევრმა აღნიშნა, რომ ნატალი საფრანგეთში მარტო ჩავიდა: უცნაური იყო, რადგან მანამდე თითქმის ყველა პრემიერაზე ის ქმართან ერთად დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, ბენჟამენ მილპიე, რომელთანაც ნატალის 13-წლიანი ქორწინება აკავშირებს, 25 წლის კამილ ეტიენთან ერთად პაემანზე იმყოფებოდა. გამოცემა PageSix-მა მათი ფოტოები გამოაქვეყნა.
ანონიმური წყაროების თანახმად, პორტმანმა ქმრის ნივთები აივნიდან გადაყარა. ნატალი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ბავშვების ფსიქიკა არ დაზიანდეს.

„ნატალი წარმოუდგენლად გაწონასწორებულია და არ აპირებს თავისი პრობლემების რეკლამირებას. მისი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისა და მათი კონფიდენციალურობის დაცვაა“ - აცხადებს მსახიობთან დაახლოებული პირი.
თავად ეტიენს კომენტარი არ გაუკეთებია. ის აგრძელებს სოციალურ ცხოვრებას და აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს ეკოლოგიის თემაზე.