ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ქალიშვილი მარიამ მამულაშვილი სოციალურ ქსელში, მშობლების მსგავსად, პოპულარულია და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს. როგორც ცნობილია, ის ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ამჯერად ლელა წურწუმია უმშვენიერესი მარიკოს ფოტოებს აქვეყნებს და ბევრ კომპლიმენტსაც იღებს. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ცნობილი წყვილის ქალიშვილი განსაკუთრებული გარეგნობითა და ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა.