იცოდით, რომ ბრედ პიტი, სანამ ოსკაროსანი მსახიობი გახდებოდა, მარკეტინგის სფეროში მუშაობდა? ცნობილი მსახიობი ქუჩაში ქათმის კოსტიუმში იდგა და გამვლელებისთვის სხვადასხვა პროდუქტის მიყიდვას ცდილობდა.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი - მეთიუ მაკკონაჰი - ფრინველების ფერმაში მუშაობდა.
დემი მური ოდესღაც “pin-up” მოდელი იყო. ახალგაზრდა დემის ცხოვრება უკიდურესად დისფუნქციური იყო. მისი მშობლები ალკოჰოლიკები იყვნენ და პრაქტიკულად, არ მონაწილეობდნენ ბავშვის აღზრდაში.
16 წლის ასაკში გოგონამ სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა. ამავდროულად, მომავალმა ვარსკვლავმა მიიღო სამსახური, რომელიც უკიდურესად არასტანდარტული იყო მოზარდისთვის და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ სილამაზე ადგილობრივმა სამოდელო სააგენტომ შენიშნა.
კიანუ რივზისთვის ახალგაზრდული წლებიც რთული აღმოჩნდა: მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში დამლაგებლად მუშაობდა.
ჯულია რობერტსი ახალგაზრდობაში სწავლასა და მიმტანად მუშაობას ერთმანეთს წარმატებით უთავსებდა. მისი ბიოგრაფიის ეს ფაქტი მნიშვნელოვნად დაეხმარა მსახიობს საჭირო ცხოვრებისეული გამოცდილების მოპოვებაში, რათა ბრწყინვალედ შეესრულებინა როლი რომანტიკულ კომედიაში Mystic Pizza, რომელმაც მას ჰოლივუდის კინოსამყაროს კარი გაუღო.