"ლევანი მეძახდა, მივდივარ, ჩამოდიო... ხელი დამიქნია, კიდევ მოვალო და წავიდა... პირველად იყო მაშინ, როდესაც მე ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი” - ნუცა კუხიანიძე ლევან აბაშიძეზე - Marao

"ლევანი მეძახდა, მივდივარ, ჩამოდიო... ხელი დამიქნია, კიდევ მოვალო და წავიდა... პირველად იყო მაშინ, როდესაც მე ჩემზე უფროს ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი” - ნუცა კუხიანიძე ლევან აბაშიძეზე

2023-06-05 13:09:58+04:00

ნუცა კუხიანიძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მან სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში დაიწყო, როცა რეჟისორმა გიო მგელაძემ მიიწვია ერთ-ერთ მთავარ როლზე მხატვრულ ფილმში „არა, მეგობარო“. ნუცამ შეასრულა მთავარი როლები ქართულ და უცხოურ კინოფილმებში: „27 დაკარგული კოცნა“, „კარგი ქურდი“, „მატილდა“, „ბინძური საქმე“, „გასეირნება ყარაბახში“, „მედიატორი“, „კონფლიქტის ზონა გასეირნება ყარაბახში-2“. 2005 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დააფუძნა კინოსტუდია „სანგუკო“.

ამჯერად ნუცა კუხიანიძემ დათო გორგილაძის გადაცემაში ასევე ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ლევან აბაშიძის შესახებ ისაუბრა და მასთან შეხვედრა გაიხსენა. ნუცა კუხიანიძისა და ლევან აბაშიძის პროფესიული გადაკვეთა გიო მგელაძის ფილმში „არა, მეგობარო“ მოხდა: 

„ბავ­შვი ვიყავი და უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი მქონ­და. არ ვი­ცო­დი, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვიქ­ნე­ბო­დი, დი­დად არ მინ­დო­და, ვერ ვხვდე­ბო­დი, სა­ერ­თოდ რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და რას მო­ი­თხოვ­დნენ ჩემ­გან.

გიომ მი­თხრა, წა­მო­დი, ლე­ვანს გა­გაც­ნო­ბ; წა­მომ­ყე­ვი, არ გინ­და, ფილმზე ნუ ფიქ­რო­ბ, უბ­რა­ლოდ, ლე­ვა­ნი მინ­და გა­გაც­ნოო.

იქ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ვი­ცა­ნი, და­ვუ­მე­გობ­რდი... ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო ჩემ­თვის და უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, ფილმში რა იქ­ნე­ბო­და და რო­გორ. ფილ­მის გა­და­ღე­ბა იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლე იყო, იმ­დე­ნად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სულ მა­გათ­თან ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გა­და­მე­ღო, ლე­ვან­თან მე­ურ­თი­ერ­თა… ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ამას ვე­ლო­დე­ბო­დი.

ბო­ლოს რომ ვნა­ხე, სუფ­რა იყო თუ რა, არ მახ­სოვს… ამო­ვი­და, სულ თეთ­რებ­ში იყო. მე რა­ღა­ცა­ზე გავ­ბრაზ­დი, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, და ავ­ვარ­დი ზე­მოთ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად აღარ ჩა­მოვ­დი­ო­დი. ლე­ვა­ნი მე­ძახ­და, მივ­დი­ვარ, მივ­დი­ვარ, ჩა­მო­დი, ჩა­მო­დიო. მე იქი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სი­ტუ­ა­ცი­ას და მახ­სოვს, ზუს­ტად აქ იყო და ხელი და­მიქ­ნია, მო­ვა­ლო, მო­ვა­ლო კი­დევ. ასე მი­თხრა და წა­ვი­და”  - იხსენებს ნუცა.