როგორ გამოიყურება ქეით უინსლეტის "უჩინარი" ქალიშვილი და რა არის ცნობილი მის შესახებ - Marao

როგორ გამოიყურება ქეით უინსლეტის "უჩინარი" ქალიშვილი და რა არის ცნობილი მის შესახებ

2023-06-05 13:31:22+04:00

ქეით უინსლეტს რეჟისორ ჯიმ ტრიპლტონისგან ქალიშვილი მია 2000 წელს შეეძინა. ერთი წლის შემდეგ გოგონას მშობლები განქორწინდნენ. 

მია დედის კვალს საკმაოდ ადრე გაჰყვა და დღეს მსახიობის პროფესიაში საკმაოდ წარმატებულია. ფილმში მისი დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა -  "The Romance of Versailles", სადაც მთავარ როლს დედამისი ასრულებდა. თავად მია ჯერ კიდევ არ ურთიერთობს პრესასთან, მაგრამ ქეითის თქმით, მისი ქალიშვილის კარიერა შეუმჩნევლად იმიტომ დაიწყო, რომ იგი სხვა გვარს ატარებს. ზოგ რეჟისორს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ იგი ქეითის შვილი იყო.

„მას გაუმართლა, რომ სხვა გვარი ჰქონდა, ამით ყურადღების ცენტრს მოშორდა. არავინ იცოდა, რომ ის ჩემი ქალიშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო მისი თვითშეფასებისთვის ”, - თქვა ქეითმა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მია საბოლოოდ მზადაა საჯაროობისთვის. BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე იგი დედასთან ერთად გამოჩნდა.