აბაზანა მაკიაჟის გაკეთების შემდეგ და დიდი რაოდენობით რუჯი - ელიზაბეტ ტეილორის თავის მოვლის უჩვეულო რუტინა - Marao

აბაზანა მაკიაჟის გაკეთების შემდეგ და დიდი რაოდენობით რუჯი - ელიზაბეტ ტეილორის თავის მოვლის უჩვეულო რუტინა

2023-06-09 17:34:34+04:00

ელიზაბეტ ტეილორი წლების მანძილზე ჰოლივუდის გამორჩეული ვარსკვლავი იყო და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება. ცნობილი ფაქტია, რომ მსახიობს ძალიან უყარდა მზეზე ნებივრობა და ზაფხულში გარუჯვის შანსს ხელიდან არასდროს უშვებდა. მიუხედავად ამისა, ტეილორი თმისა და კანის მოვლას, როგორც ყველა მსახიობი, დიდ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ მისი თავის მოვლის რუტინა თანამედროვე სტანდარტებისგან განსხვავებული იყო.

მას არ უყვარდა თმის კონდიციონერი

ტეილორი ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ მის თმა მოცულობა არ დაეკარგა. ამისთვის კონდიციონერს არასდროს იყენებდა, თვლიდა, რომ ეს მის თმას ზედმეტად გლუვს ხდიდა. 

კანის გასასუფთავებლად სახეს იპარსავდა

ცნობილია, რომ ეს ტექნიკა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და სახეს უფრო მბზინავ ეფექტს ანიჭებს.  

მისი რუტინა მოულოდნელი ნაბიჯით სრულდებოდა

ტეილორი მაკიაჟის გაკეთების შემდეგ სწრაფ აბაზანას იღებდა, რათა სახეს მბზინავი ეფექტი მიეღო. დღეს, საბედნიეროდ, ჰაილაითერი იგივე ეფექტს გვთავაზობს.