ლორა ბელგრეი talkingshrimp.com-ის დამფუძნებელი და The Copy Cure-ის შემქმნელია. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიზნესმენმა თავისი ცხოვრების ერთ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
“მეცხრე კლასის შემდეგ ძიძად ვმუშაობდი ჰემპტონში. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები არ მყავდა, ბავშვებისგან თავის დაღწევის შემდეგ ველოსიპედით ვსეირნობდი. სულ რაღაც 14 წლის ვიყავი და იმის გამო, რომ მუდმივად ბავშვებს ვუვლიდი, თავი ზრდასრული ქალი მეგონა.
თითქოს ქალი, რომელიც არ ასრულებს დედობრივ შესაძლებლობებს, ჰგავს მანქანას ბორბლების გარეშე ან ბაყაყს, რომელსაც არ შეუძლია ხტუნვა.

დედობისთვის ზად არ ვიყავი. არასოდეს მიყვარდა ბავშვები“, - მამხნევებდა დედაჩემი ზრდასრულ ასაკში. "სანამ შენ არ გაჩნდი.“
წლები გავატარე იმის მტკიცებაში, რომ როგორც ქალს, შეგიძლია უარი თქვა შვილების ყოლაზე და მაინც იცხოვრო სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებით.
სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ყველა მეუბნებოდა, რომ დრო ჯერ კიდევ მქონდა. ახლა, როცა 53 წლის ვარ, ხალხმა დიდწილად შეწყვიტა ჩემი დარწმუნების მცდელობა. თვლიან, რომ თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ ბავშვები არ მყავს, რომ ფარულად განვიცდი, მიტოვებული ან ცარიელი ვარ.
დღემდე მეუბნებიან - „ნამდვილ სიყვარულს ვერ გაიგებ, სანამ შვილი არ გეყოლება“, მე ღრმად კმაყოფილი ვარ იმ სიყვარულით, რაც ჩემს ცხოვრებაში მაქვს, რაც ჩემთვის საკმარისად ჭეშმარიტია. მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი ქმარი, ჩვენი ერთად ცხოვრება. და ოჰ, როგორ მიყვარს ჩემი თავისუფალი დრო, სასტიკად და უპირობოდ“ - ამბობს ლორა.