2022 წელს ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ 50 წლის იუბილე აღნიშნა. ბევრს აინტერესებდა, როგორ გრძნობს თავს, როცა ცხოვრების ნახევარსაუკუნოვანი ხაზი გადალახა.
აღმოჩნდა, რომ გვინეტი აბსოლუტურად აღფრთოვანებულია თავისი ასაკით და თავს ბევრად უფრო ჰარმონიულად გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

„მახსოვს, როცა 30 წლის გავხდი, დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, რომ არა გათხოვილი ვიყავი და და არც შვილები არ მყავდა. იმ დროს სერიოზულ ურთიერთობაში არ ვიყავი და მახსოვს, მეგონა, რომ მშობლებისთვის იმედგაცრუება ვიყავი. როდესაც 20 წლის ხარ, ნამდვილად ბავშვი ხარ და ვფიქრობ, რომ ცხოვრების კონტროლს 30 წლის შემდეგ იწყებ“ - ამბობდა გვინეტი.
ორმოცდამეათე დაბადების დღე მსახიობისთვისაც რთული პერიოდი იყო.

„მახსოვს, ექიმთან მივედი და ბოტოქსი გავიკეთე. საშინელება იყო, ისეთი უხერხული… თავი ძალიან ბანალური მეგონა.“
„50 წელი ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე მეგონა. მე ვიმსახურებ ჩემს ნაოჭებს. იმდენი აღმასვლა და დაღმასვლა განვიცადე... მასში არის სიტკბო, რაც ჩემი ცხოვრების გზაზე გავიარე“, - აღნიშნა მსახიობმა.