ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების საყვარელ ბრენდს, AYA MUSE - ს ხელმძღვანელობს - Marao

ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების საყვარელ ბრენდს, AYA MUSE - ს ხელმძღვანელობს

2023-06-09 19:03:58+04:00

AYA MUSE - ტინა როდიუს მიერ დაარსებული ბრენდის ისტორია 2 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, ის ისეთი ცნობილი სახეების საყვარელი ბრენდი გახდა, როგორებიც არიან დუა ლიპა, კენდალ ჯენერი, კაია გერბერი და ემილი რატაკოვსკი.

სახელი Aya იაპონურად ლამაზს და Muse ბერძნულად შთაგონებას ნიშნავს. 

ცოტამ თუ იცის, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ყველა კოლექციის შექმნას ქართველი დიზაინერი, თამუნა ბერაძე ხელმძღვანელობს.

თამუნა ბერაძე ახალგაზრდა დიზაინერია, რომელმაც 2015 წელს Instituto Marangoni (პარიზი) დაამთავრა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტად დასახელდა და მონაწილეობა მარანგონის მოდის ჩვენებაში „Warrior“ მიიღო. კოლექციამ დადებითი გამოხმაურება მიიღო. მარანგონამდე თამუნამ კემბრიჯში CSVPA-ის საფუძვლიანი კურსი გაიარა. 

 

საქართველოში დაბრუნებისთანავე თამუნამ თავისი პირველი კოლექცია შექმნა,  რომელიც წარმოდგენილი იყო თბილისის მოდის კვირეულზე და გამოჩნდა ისეთ ცნობილ ჟურნალში, როგორიცაა Vogue და Harpers Bazar.