დიდობაში გადადგმული პირველი ნაბიჯები - როგორ მოვაშოროთ მოზარდს არასასურველი თმა - Marao

დიდობაში გადადგმული პირველი ნაბიჯები - როგორ მოვაშოროთ მოზარდს არასასურველი თმა

2023-06-06 17:41:31+04:00

სხეულის სხვადასხვა უბანში გაჩენილი თმა გარკვეული ზღვარია ბავშვობასა და მოზარდობას შორის. მოზარდობა საკმაოდ რთული პერიოდია, რომელსაც უამრავი გამოწვევა ახლავს თან. ეს გამოწვევები კი ბავშვებმა მშობლების აქტიური მხარდაჭერითა და დახმარებით უნდა გადალახონ.

მოზარდობაში გადაბიჯება იწვევს უამრავ ემოციურ ცვლილებას, რომლებიც ჰორმონების გააქტიურებასთანაა დაკავშირებული. პარალელურად კი, დაახლოებით 10 წლის ასაკიდან იღლიებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე თავს იჩენს თმაც. შესაბამისად, ყველა ოჯახში დგება დღე, როდესაც უნდა გადაწყდეს, ზედმეტი თმის მოცილების რომელი გზა გამოიყენოს მოზარდმა. ამ დროს მშობლებმა მხარი უნდა დაუჭირონ შვილის სურვილს, რომ მოიშოროს ზედმეტი თმა და არ უნდა დაიწყონ მისი დარწმუნება, რომ რაც გვიან დაიწყებს ამას, მით უკეთესი. ეს უკანასკნელი საკმაოდ მოძველებული მიდგომაა და დღეს სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვი არ დავსტრესოთ იმის განცდით, რომ არასასურველი თმა მას არასასურველ შესახედაობას სძენს. 

თმის მოშორების არაერთი გზა არსებობს. გაპარსვის გარდა, დღეს საკმაოდ ხშირად მიმართავენ ლაზერულ ეპილაციას, ელექტროეპილაციას, სადეპილაციო კრემებს, შუგარინგს... მათ შორის საუკეთესო ადამიანმა საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ტიპის ეპილაცია გარკვეულ ასაკამდე არ შეიძლება. შუგარინგი საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და ამ გზით ბავშვებს შეიძლება ემოციური ტრავმაც კი მივაყენოთ. დეპილაციის კრემები თმის მოშორების უმტკივნეულო მეთოდია, თუმცა მასში შემავალი სხვადასხვა ინგრედიენტის გამო მოზარდებში მათ გამოყენებას სპეციალისტები ხშირად არ უწევენ რეკომენდაციას. კრემებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქცია და სხვა ნეგატიური შედეგი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბაზარზე სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიისა თუ პროდუქტის არსებობის მიუხედავად, მოზარდებისთვის ყველაზე მარტივ და უპრობლემო გზად კვლავ პარსვა რჩება. თუმცა, თუ გსურთ, რომ პროცესმა უპრობლემოდ ჩაიაროს, აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ თავად საპარსი.

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო საპარსი მოზარდისთვის 

საპარსის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. რადგან ეს თქვენი მოზარდი შვილისთვის საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია. ყურადღება მიაქციეთ თავად პროდუქტის ვიზუალსაც. რაც უფრო დახვეწილი და ლამაზი იქნება ის, მით უფრო სასიამოვნოდ იგრძნობს ბავშვი თავს. მას არ აინტერესებს, რამდენპირიანია მისი საპარსი ან რომელი ბრენდისაა. მოზარდი საპარსს მხოლოდ ვიზუალით არჩევს და მიღებული შედეგით ინტერესდება. სწორედ ამიტომ საპარსის მახასიათებლების სწორად შერჩევა სრულად მშობლის მოვალეობაა. სრულყოფილი შედეგის მისაღებად საპარსი უნდა იყოს რამდენიმეპირიანი. შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ვიტამინსა და დამატენიანებელ კარაქსაც. ასეთი საპარსის გამოყენების დროს გასაპარსი ზონის აქაფება საჭირო აღარაა.

ქართულ ბაზარზე საპარსების მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა, როდესაც საუკეთესო საპარსით დაინტერესდებით, არჩევანს აუცილებლად Wilkinson Sword-ის პროდუქტზე შეაჩერებთ. ეს გახლავთ ბრიტანული ბრენდი, რომელიც 1772 წელს ლონდონში დაარსდა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში პოპულარულია. Wilkinson Sword-ის მრავალფეროვანი პროდუქტებიდან მოზარდებისთვის იდეალურია Intuition, რომელიც  4-პირიანია და დახვეწილი, განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. სამართებელზე დამაგრებული სიმები უზრუნველყოფს უსაფრთხო პარსვას. საპარსი სამართებელი შემოგარსულია მყარი გელით და ამიტომ, პარსვის დროს აღარაა საჭირო დამატებითი გელის გამოყენება. გელი შეიცავს ვიტამინ E-ს, B5-ს, ალოე ვერას და შიის კარაქს. ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ჯანსაღ იერს. ის შექმნილია მარტივი და კომფორტული პარსვისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ საპარსი შედგება ტარისგან და თავისგან, რომელიც მრავალჯერადი მოხმარებისაა და მისი შეცვლაც შესაძლებელია, ცალკე თავების შეძენით. 

პირველი გაპარსვის პროცედურა 

არ დაგავიწყდეთ, პირველი გაპარსვა თქვენი შვილისთვის ამაღელვებელი მომენტია. ამიტომ მისთვის საგანგებოდ მოემზადეთ და შესაბამისი დროც დაუთმეთ. პროცედურის დაწყებამდე სასურველია მოზარდმა შხაპი მიიღოს. თავად გაპარსვაში კი მას აუცილებლად უფროსი უნდა დაეხმაროს. მართალია, თანამედროვე საპარსები სრულად უსაფრთხოა, მაგრამ მოზარდს უფროსმა უნდა აუხსნას პარსვის ტექნიკა. არ დაგავიწყდეთ, საპარსი გამოიყენეთ თმის ზრდის მიმართულებით. არ დააწვეთ ძალიან, რადგან მოზარდის თმა არაა უხეში და მას მარტივი მოძრაობითაც მოაშორებთ. თუ თქვენს შვილს სურვილი ექნება, გაპარსვის შემდეგი პროცედურები თავად შეუძლია განახორციელოს, თუმცა დახმარებაზე უარი არასდროს უთხრათ. არ დაგავიწყდეთ, ეს ბავშვების დიდობაში გადადგმული პირველი ნაბიჯებია და ეს მომენტები მას არასდროს დაავიწყდება.