"სამუდამოდ ბედნიერები ვიქნებით" - ახალი ფოტოები თაკო ნაცვლიშვილისა და ოთო ხუროძის იტალიური ქორწილიდან - Marao

"სამუდამოდ ბედნიერები ვიქნებით" - ახალი ფოტოები თაკო ნაცვლიშვილისა და ოთო ხუროძის იტალიური ქორწილიდან

2023-06-07 10:26:23+04:00

27 მაისს სოციალური ქსელი წარმატებული ქართველი მოდელის, თაკო ნაცვლიშვილისა და მისი რჩეულის, ოთო ხუროძის ფოტოებით აჭრელდა. უმშვენიერესი წყვილის ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და მათთვის კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს.

თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა.