მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ. ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს, ტყუპი, ზაქარია და ნატალია, 2020 წლის ივნისში შეეძინათ.
ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს. ამჯერად ნინო შვილების დაბადების დღეს აღნიშნავს.
„რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, იმიტომ რომ დღეს ტყუპების დაბადების დღეა... სამი წელი ეს უკვე სერიოზული ასაკია“, – წერს ნინო სურგულაძე.