მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.
ამჯერად ანის ფოტო საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" თურქმა მსახიობმა გოზდე დურუმ გააზიარა. მსგავსების შესახებ ანიმ საკუთარ გამომწერებსაც ჰკითხა და აღნიშნა, რომ მათ გარეგნობას შორის საერთო ნამდვილად არის.
