სანამ მთელი მსოფლიოს ექსპერტები და მეცნიერები დედამიწის მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ სამყაროს დასასრული არ იქნება და მოჰყვებიან იმის მტკიცებას, მაიას კალენდარი არასწორად გაშიფრესო, ადამიანები მაინც ჯიუტად აგრძელებენ 2012 წლის 21 დეკემბრისთვის მზადებას და სურსათ-სანოვაგის მარაგის გაკეთებას.
სამდღიანი სიბნელის მოლოდინში ადამიანებმა განსაკუთრებით სანთლებისა და ასანთის მასიურად შეძენა დაიწყეს. ამის შესახებ ბევრს ირონიული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ასტროლოგების მტკიცებით, სულ ტყუილად.
სამყაროს დასასრული არ დადგება, თუმცა 2012 წლის 21 დეკემბერს უნიკალური ასტრონომიული მოვლენა მოხდება - პლანეტების ერთგვარი აღლუმი, რომლის დროსაც სავსებით მოსალოდნელია ელექტროენერგიის მოწოდების შეფერხება.
ამასთან, ტიბეტელი ლამებიც გვაფრთხილებენ: "21.12.2012
სადენებში ელექტროენერგია შეწყდება..."
ასე რომ, ყოველი შემთხვევისთვის, მოიმარაგეთ სანთლები. უსინათლობასთან საბრძოლველად თუ არა, ახალი წლის ღამეს მაინც გამოგადგებათ, კიდევ უფრო ჯადოსნური გარემოს შესაქმნელად.