"ანუკის და თათიას კაბას რომ ადარებენ, ანუკის კაბა უფრო მასშტაბურია, ვეთანხმები, რომ იდეა და ბაფთა ანუკის კაბისგან იყო, თუმცა თათია ულამაზესი პატარძალი იყო..." - დალი ჩიტალაძე ანუკი არეშიძისა და თათია შარანგიას საპატარძლო კაბების მსგავსების შესახებ - Marao

"ანუკის და თათიას კაბას რომ ადარებენ, ანუკის კაბა უფრო მასშტაბურია, ვეთანხმები, რომ იდეა და ბაფთა ანუკის კაბისგან იყო, თუმცა თათია ულამაზესი პატარძალი იყო..." - დალი ჩიტალაძე ანუკი არეშიძისა და თათია შარანგიას საპატარძლო კაბების მსგავსების შესახებ

2023-06-08 11:19:15+04:00

პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ. ქორწილის ცერემონია 5 ივნისს, თათიას დაბადების დღეზე გაიმართა. მათ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო, ყველაზე შთამბეჭდავი კი პატარძლის ულამაზესი კაბა იყო, რომელიც საზოგადოებამ ანუკი არეშიძის საქორწინო კაბას მიამსგავსა...

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე:

- პატარძალზე რა გითხრათ, ბრალს პლაგიატობაში ნამდვილად ვერ დავდებ... ორივე ლამაზი, დიდბაფთიანი მოკლე კაბაა. ანუკის და თათიას კაბას რომ ადარებენ, ანუკის კაბა უფრო მასშტაბური იყო, უფრო დიდი ბაფთით, სახელოებიც სხვანაირი. თუმცა ვეთანხმები, რომ იდეა და ბაფთა ანუკის კაბის იყო... თათიასთან ინდივიდუალურობა შეინიშნებოდა, სხვა შტრიხები შეიტანა. თავზე ძალიან ლამაზი რამ ეკეთა, რაც განსხვავებულ ხასიათს ქმნიდა. ფეხსაცმელიც შეცვალა, ცისფერი ფეხსაცმელი ეცვა. ულამაზესი პატარძალი იყო და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ! საიდუმლო არ არის, რომ ყველა გოგოს სურს თავის ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყოს. თუ რატომ ჩაიცვა პატარძალმა დაახლოებით ისეთი კაბა, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ...

ყოველთვის არსებობს ინსპირაცია, უკვე არსებული რამ, შენც გაიმეორო. ამიტომაც მივესალმები იმას, რომ ანუკი არის იმის მაგალითი, რომ სხვა პატარძალსაც მოუნდა დაახლოებით ისეთი კაბა ჩაეცვა... ყველა ადამიანი რაღაცისგან იღებს ინსპირაციას და ანუკი არის მისაბაძი, მას საუცხოო გემოვნება აქვს. ზუსტად იცის, სად როგორ უნდა გამოჩნდეს საჯარო ადგილებში! არ არის გასაკვირი, რომ თათიასაც მოეწონა ის დიდი ბაფთა და მოკლე კაბა...

წაიკითხეთ სრულად