"ბოლოს ვთქვი, რომ არავის საქმე არ არის, რატომ ვარ გამხდარი... ადამიანს არ უნდა უთხრა წონაზე არც დადებითი და არც უარყოფითი" - რუსკა მაყაშვილი - Marao

"ბოლოს ვთქვი, რომ არავის საქმე არ არის, რატომ ვარ გამხდარი... ადამიანს არ უნდა უთხრა წონაზე არც დადებითი და არც უარყოფითი" - რუსკა მაყაშვილი

2023-06-08 12:29:58+04:00

რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ტელეწამყვანობასა და მსახიობობასთან ერთად, წარმატებით ითავსებს ინფლუენსერობასაც და საზოგადოებას ხშირად აცნობს სხვადასხვა პროდუქტსაც.

ამჯერად რუსკა გადაცემაში "დილის შოუ" სიგამხდრესთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე საუბრობს:

"ძალიან შემაწუხა სიგამხდრეზე კომენტარებმა. ბოლოს ვთქვი, რომ არავის საქმე არ არის, რატომ ვარ გამხდარი. ადამიანს არ უნდა უთხრა წონაზე არც დადებითი და არც უარყოფითი, მე ასე მგონია... მე იქნებ მომწონს ჩემი თავი ასეთი გამხდარი“ - ამბობს რუსკა.