დოდი დაიბადა ეგვიპტეში და შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში სწავლობდა. მისი დედა, სამირა ხაშოგი, საუდის არაბეთის იარაღით მოვაჭრე ადნან ხაშოგის და იყო. 1980-იან და 90-იან წლებში ის ფილმების აღმასრულებელი პროდიუსერი იყო, ჰქონდა ურთიერთობა ბრუკ შილდსთან და ჯულია რობერტსთან, მაგრამ მისი ყველაზე გახმაურებულ რომანი პრინცესა დიანასთან იყო.
1986წ
დოდიმ პრინც ჩარლზის წინააღმდეგ პოლოს მატჩში ითამაშა, სადაც ის დიანას პირველად შეხვდა.
1992 წლის 9 დეკემბერი
პრემიერ-მინისტრმა ჯონ მაიორმა თემთა პალატას განუცხადა, რომ უელსის პრინცი და პრინცესა დაშორებას აპირებდნენ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეგობრულად და ორივე გააგრძელებდა სრულფასოვან მონაწილეობას შვილების აღზრდაში.
1996 წლის 28 აგვისტო
ჩარლზი და დიანა ოფიციალურად განქორწინდნენ, შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც, დიანას საშუალება ექნებოდა გაეგრძელებინა ცხოვრება კენსინგტონის სასახლეში და შეენარჩუნებინა უელსის პრინცესას ტიტული.
1997 წლის ივლისი
მოჰამედ ალ-ფაიდმა დიანა, უილიამი და ჰარი დასასვენებლად სენტ-ტროპეში დაპატიჟა, სადაც თავისი ვაჟი, დოდიც იქნებოდა.
ამ დროისთვის დოდი მოდელ კელი ფიშერს ხვდებოდა. Vanity Fair-ის ცნობით დიანა და დოდი ამ შეხვედრის დროს დაახლოვდნენ.
1997 წლის 30-31 აგვისტო
Ritz-ში სადილობის შემდეგ, წყვილი ავტოავარიაში დაიღუპა.