ჟერარდ პიკესთან განქორწინების შემდეგ 46 წლის კოლუმბიელი მომღერლის პირად ცხოვრებას პრესა ყურადღებით აკვირდება. მედიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, შაკირა 38 წლის ბრიტანელ მრბოლელს, ლუის ჰამილტონს ხვდება.

შაკირა მრბოლელთან ერთად პირველად 2023 წლის მაისში შენიშნეს. მომღერალი გრან-პრის რბოლის საყურებლად მოვიდა. შემდეგ ისინი რესტორან Cipriani-ში სადილზე წავიდნენ, რის შემდეგაც იახტით გაისეირნეს.

მომღერალთან დაახლოებული პირების განცხადებით, შაკირა მხოლოდ შვილებსა და ოჯახზეა ორიენტირებული და ამ დროისთვის არ სურს არანაირი პირადი ურთიერთობა.