თუ გინდათ, რომ სახლში ოჯახის ყველა წევრი უსაფრთხოდ იყოს, ეს ნივთები სასწრაფოდ მოაშორეთ. სახლის რეგულარულად დალაგება სველი წესით და საგულდაგულოდ გაწმენდილი ზედაპირები უსაფრთხო და ჯანმრთელი ცხოვრების გარანტიაა. მტვერი და სხვადასხვა სახის ბაქტერია მუდმივად გროვდება ისეთ საგნებზე, რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ასეთი ნივთები დროულად უნდა ვცვალოთ.
კბილის ჯაგრისი
იმისთვის, რომ კბილის ჯაგრისი დაგეხმაროთ პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებაში და არა სტომატოლოგთან ვიზიტში, აუცილებელია მისი სამ თვეში ერთხელ გამოცვალა.
სავარცხელი
სავარცხელი აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით კვირაში ერთხელ, ხოლო ახალი ჯაგრისი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიძინოთ.

სახლის ფლოსტები
იმისათვის, რომ სახლის ფლოსტებმა რეალურად მოგვანიჭოს კომფორტი და არ დაემუქროს ჩვენს ჯანმრთელობას, ან ხშირად უნდა გავრეცხოთ, ან ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შევცვალოთ ახლით.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
ამ ნივთის საარსებო მაქსიმუმი მხოლოდ ერთი კვირაა. თითოეული დღე მას ბაქტერიების კიდევ უფრო საშიშ ბუდედ აქცევს, თბილი და სველი გარემო ხომ ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო საშუალებაა.
წაიკითხეთ სრულად