ჭორების თანახმად, მსახიობი საგულდაგულოდ მოემზადა ამ შეხვედრისთვის - და ყურადღების მისაპყრობად სპეციალური ტექნიკა გამოიყენა.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სიყვარულის ისტორია თანამედროვე ზღაპარს ჰგავს. ფიქრობდნენ, რომ 30 წელს გადაცილებული ამერიკელი მსახიობი ქალი ძნელად მოახერხებდა ინგლისის პრინცის ყურადღების მიქცევას, მაგრამ ეს მაინც მოხდა.
ამერიკული პორტალის, ESMG-ის ავტორები ამბობენ, რომ მეგანმა ჰარისთან პირველი შეხვედრა სპეციალურად მოაწყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა. კერძოდ, სწორედ იმ საღამოს გადაწყვიტა, პრინცესა დიანას საყვარელი სუნამო გამოეყენებინა.
„სადღაც წავიკითხე, რომ ყნოსვა ჩვენი უძლიერესი გრძნობაა. მე თვითონ ვიგრძენი ეს იმ მომენტში, როდესაც მეგანის სუნამოს არომატი შევისუნთქე”, - წერდა პრინცი ჰარი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.