"მამები და შვილები" - გიორგი ყიფშიძისა და კოტე თოლორდავას შვილები სერიალში ერთად თამაშობენ - Marao

"მამები და შვილები" - გიორგი ყიფშიძისა და კოტე თოლორდავას შვილები სერიალში ერთად თამაშობენ

2023-06-12 13:12:48+04:00

თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ყიფშიძე ასევე ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის ვაჟია. მას სხვადასხვა დროს არაერთ წარმატებულ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთ-ერთი მათგანი კი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალებია". "ჩცდ"-ში, როგორც მას მაყურებელი იცნობს, ასევე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა მსახიობმა კოტე თოლორდავამაც. გიორგი და კოტე სერიალის რამდენიმე ეპიზოდში, როგორც მეგობრები, ერთადაც გამოჩნდნენ. დღეს კი ერთ-ერთ სერიალში კოტესა და გიორგის შვილები, ნატალია ყიფშიძე და ბუკა თოლორდავა, ერთად იღებენ მონაწილეობას. ნატალიამ სოციალურ ქსელში ბუკასთან ერთად გადაღებული კადრი გამოაქვეყნა. ფოტო ახალგაზრდა მსახიობების მშობლების კადრს იმეორებს, რამაც მათი მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.