ამ ქალის გულისთვის მან ცოლი მიატოვა - სილვესტერ სტალონეს სკანდალური რომანი - Marao

ამ ქალის გულისთვის მან ცოლი მიატოვა - სილვესტერ სტალონეს სკანდალური რომანი

2023-06-12 13:46:58+04:00

სილვესტერ სტალონე ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. ჯენიფერ ფლავინთან შეხვედრამდე ის ორჯერ იყო დაქორწინებული.

ჯენიფერთან ურთიერთობა 1988 წელს დაიწყო - ის 19 წლის, სტალონე კი 42 წლის იყო. 1994 წელს ჯენიფერმა სილვესტერისგან ფოსტით ექვსგვერდიანი წერილი მიიღო, რომელშიც დეტალურად უხსნიდა, თუ  რატომ აღარ შეეძლოთ ერთად ყოფნა. მან სხვა ქალი გაიცნო - 38 წლის მოდელი ჯენის დიკინსონი.

ჯენისმა სტალონესგან შვილი გააჩინა, რომელსაც ყველა სილვესტერის ქალიშვილად თვლიდა და წყვილიც ქორწილისთვის ემზადებოდა, მაგრამ ადვოკატებმა დაცდა ურჩიეს: მალევე შეძლეს იმის გარკვევა, რომ სტალონეს პარალელურად ჯენისს კიდევ რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა.

გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რომ ბავშვი სილვესტერს არ ეკუთვნოდა. მსახიობმა ჯენისთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა და ჯენიფერთან დაბრუნდა, რომელმაც იგი დიდი სიხარულით მიიღო.