14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან პატარას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ.
ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს. ხატია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გულშემატკივრებს პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
Ambebi.ge მსოფლიოში აღიარებული პიანისტის დედას - ნატალი ბუნიათიშვილს დაუკავშირდა:
შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით - თქვა საუბრისას ხატიას დედამ.
