„2 დღეში თამაში გვაქვს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ცოლი უნდა მოვიყვანო და 10 საათი მომეცითო“ - უმშვენერესი ლიკა კვარაცხელიასა და მურთაზ შელიას სიყვარულის ისტორია და 25-წლიანი ოჯახური იდილია - Marao

„2 დღეში თამაში გვაქვს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, ცოლი უნდა მოვიყვანო და 10 საათი მომეცითო“ - უმშვენერესი ლიკა კვარაცხელიასა და მურთაზ შელიას სიყვარულის ისტორია და 25-წლიანი ოჯახური იდილია

2023-06-13 16:29:24+04:00

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ), სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა, ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი, მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით".

მურ­თაზ შე­ლია კი მშვე­ნი­ერ ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის ის­ტო­რი­ას ერთ-ერთ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მას­თან ასე იხ­სე­ნებ­და:

 "ალ­ბათ ჩემს "სპრინ­ტე­რულ ქორ­წილ­ზე“ გა­ნა­ცხა­დი რომ შე­მე­ტა­ნა, "გი­ნე­სის რე­კორ­დებ­შიც“ მოვ­ხვდე­ბო­დი... ჩემი მე­უღ­ლე ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. მა­შინ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ ვთა­მა­შობ­დი. მწვრთნელს ვთხო­ვე, ვიცი 2 დღე­ში ბირ­მინ­გემ­ში თა­მა­ში გვაქვს, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა მინ­და და სა­ა­მი­სოდ 10 სა­ათს თუ მომ­ცემთ-მეთქი...გაგრძელება