კარმენ დელ'ორეფაისი უკვე 90 წელს გადაცილებულია, მაგრამ კვლავაც მოთხოვნად მოდელად რჩება.
92 წლის კარმენი მსოფლიოში პირველ სუპერმოდელად ითვლება. მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც 1940-იანი წლების შუა ხანებში ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.

სამოდელო კარიერას თავი რამდენჯერმე დაანება, თუმცა საბოლოოდ, ისევ პოდიუმზე დაბრუნდა. პაუზის მიზეზი მამაკაცებთან ურთიერთობა იყო. კარმენი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული.
ამავე დროს, მოდელი თავს არიდებს ახლო რომანტიკულ ურთიერთობებს, რადგან მიაჩნია, რომ დაწყევლილია:

„ვფიქრობ, რომ სიკვდილის კოცნის ძალა მაქვს. რამდენჯერაც სერიოზული ურთიერთობის დაწყება გადავწყვიტე, პარტნიორი გარდაიცვალა“ - აღიარა კარმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.