ფლირტი გადასაღებ მოედანზე, დაშორება შეყვარებულთან და სკანდალური ცხოვრება კადრს მიღმა - პოპულარული სერიალის, "მექალთანის" მთავარი გმირების უცნობი ამბები - Marao

ფლირტი გადასაღებ მოედანზე, დაშორება შეყვარებულთან და სკანდალური ცხოვრება კადრს მიღმა - პოპულარული სერიალის, "მექალთანის" მთავარი გმირების უცნობი ამბები

2023-06-14 10:29:35+04:00

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი ფა­ვო­რი­ტი სე­რი­ა­ლი - Yali çapkini ("მე­ქალ­თა­ნე სა­სახ­ლი­დან") აქვთ, მისი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი კი ამ დრო­ის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. სე­რი­ალ­ში მთა­ვარ რო­ლებს აფრა სა­რა­ჩ­ოღ­ლუ და მერთ რა­მა­ზან დე­მი­რი თა­მა­შო­ბენ.

რო­მან­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მა რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ის მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეპი­ზო­დებს მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვს.

"ფე­ის­ბუქ­ში" სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერთ დის­კუ­სი­ას წა­ა­წყდე­ბით.

ამ ფონ­ზე კი უჩ­ვე­უ­ლო არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დი­დია იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მით უფრო, რომ მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვია. აფ­რას რო­მა­ნი ჰქონ­და ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობ მერთ ია­ზი­ჯი­ოღ­ლუს­თან. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და, თუმ­ცა ახ­ლა­ხან და­შორ­დნენ.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბის შეყ­ვა­რე­ბულს არ მო­ე­წო­ნა აფ­რა­სა და მისი კო­ლე­გის სა­ერ­თო, "თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბი", რო­მ­ლებიც ჟურ­ნალ Hello-სთვის გა­და­ი­ღეს.

მე­დია წერს, რომ მერ­თმა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ნივ­თე­ბი ჩა­ა­ლა­გა და იმ ბი­ნი­დან გა­და­ვი­და, სა­დაც აფ­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მერტ ია­ზი­ჩი­ოღ­ლუ თა­ვა­დაც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია და ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან აფ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ას­რუ­ლა, რად­გან სხვა შე­უყ­ვარ­და.

მსა­ხი­ო­ბე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი წე­რენ, რომ მერ­თმა და აფ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი წა­შა­ლეს, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნე­თის პოს­ტე­ბის მო­წო­ნე­ბა შე­წყვი­ტეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო და რე­ა­ლუ­რად სე­რი­ალ "მე­ქალ­თა­ნეს“ პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თუმ­ცა, მსა­ხი­ო­ბე­ბის თქმით, სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბას ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა არ სჭირ­დე­ბა.

წაიკითხეთ სრულად