ფოტოები: ქართველი მსახიობები „ნეტფლიქსის“ ახალი ფილმის პრემიერაზე - Marao

ფოტოები: ქართველი მსახიობები „ნეტფლიქსის“ ახალი ფილმის პრემიერაზე

2023-06-14 10:27:47+04:00

ნიუ-იორკში „ნეტფლიქსის“ ახალი ფილმის, Extraction 2-ის პრემიერა გაიმართა, რომელსაც ქართველი მსახიობებიც დაესწრნენ. 

ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავთან, კრის ჰემსვორტთან ერთად,  უამრავი ქართველი მსახიობი მონაწილეობს. მათ შორს არიან: თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და ირაკლი კვირიკაძე.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს რეჟისორ ქეთი დოლიძის შვილი, მსახიობი თორნიკე ბზიავა ასრულებს.