ცნობილი სახეები, რომლებიც შვილის ყოლაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალეს - Marao

ცნობილი სახეები, რომლებიც შვილის ყოლაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალეს

2023-06-14 12:22:45+04:00

ევა მენდესი

ევას ინტერვიუში არაერთხელ უთქვამს, რომ შვილების გაჩენას არ აპირებდა. მისივე თქმით, პირველ ადგილზე ყოველთვის კარიერას დააყენებდა და ვერასდროს იქნებოდა კარგი ცოლი და დედა. 

მან ბავშვებს თავის ტკივილისა და მუდმივი პრობლემების წყარო უწოდა. „რა თქმა უნდა, მიყვარს ბავშვები, მაგრამ ძილი უფრო მეტად მიყვარს.“ ყველაფერი რაინ რეინოლდსთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა. დღეს წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ჯანეტ ჯექსონი

მომღერალი თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ არ სურდა და არც აპირებდა, დედა გამხდარიყო.

"დედობა არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი!" – თქვა ჯექსონმა და დასძინა, რომ ძმისშვილებზე საკმარისად ზრუნავდა. 

2017 წლის 3 იანვარს ჯანეტს პირველი შვილი შეეძინა. 

ჯორჯ კლუნი

„ყოველთვის ვიცოდი, რომ მამობა ჩემთვის არ იყო. ეს შენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩემი პრიორიტეტი კი ჩემი სამუშაოა“ - ამბობდა მსახიობი.

თუმცა, ჯორჯის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ის მომავალ მეუღლეს, ამალს შეხვდა. 2014 წელს წყვილი დაქორწინდა, 2017 წელს კი მშობლები გახდნენ. 

კამერონ დიასი

„შვილების გაჩენა დიდი პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც მზად არ ვარ ”, - კამერონი სამსახიობო კარიერით იყო გატაცებული და არაფრის შეცვლას არ აპირებდა. 

„კარგად ვარ და ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ბავშვების არყოლასთან“ - ამბობდა მსახიობი.

თუმცა, როგორც კი კამერონი როკერ ბენჯი მედენს შეხვდა, ყველაფერი შეიცვალა. 2020 წლის 3 იანვარს წყვილს პირველი შვილი შეეძინა.