ზენდაია უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსახიობი რესტორანში არ შეუშვეს.
Daily Mail-ის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავს რომის ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში სურდა ვახშამი, თუმცა ჩაცმულობის გამო უარი უთხრეს (დაწესებულების წესების მიხედვით, უფრო საქმიანი სტილი იყო საჭირო). შედეგად, ზენდაია და მისი მეგობრები წავიდნენ პიცერიაში, რომელიც რესტორნის მახლობლად მდებარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ზენდაია ბედნიერია ტომ ჰოლანდისთან ურთიერთობაში. 2021 წლის შემოდგომაზე მათ რომანი დაადასტურეს. მსახიობმა გრძელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან აღიარა, რომ ისინი ერთმანეთს არამხოლოდ კინოში მუშაობისასს დაუკავშირდნენ (ისინი შეხვდნენ Spider-Man-ის გადასაღებ მოედანზე). „ეს არ არის ჩემი ამბავი. ეს არის ჩვენი ისტორია. და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ეს, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით”, - განუცხადა მან GQ-ს. გასული წლის ბოლოს მედია აქტიურად განიხილავდა ვარსკვლავური წყვილის ნიშნობას. მართალია, მსახიობის დედამ უარყო ჟურნალისტების ვარაუდები.
იხილეთ ფოტოები