ლაიმის დაავადება ან ტკიპებით გამოწვეული სისტემური ბორელიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი გამოწვევი ძირითადი მიზეზი ბორელიას ბაქტერიაა, რომელსაც, ძირითადად, ტკიპები ატარებენ.

ტკიპებით გამოწვეული ბორელიოზის პირველი სიმპტომები ბელა ჰადიდს 2012 წელს გაუჩნდა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ 2015 წელს დაუსვეს. მას შემდეგ, როგორც თავად აღიარა, ყოველდღიურად აწუხებს თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, უძილობა, არარეგულარული გულისცემა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება სახსრების ტკივილი და მრავალი სხვა.
ყველაზე ხშირად ლაიმის დაავადების განკურნება შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, მაგრამ დროული მკურნალობის შემთხვევაში ადგილი აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევას - რამაც შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს.

ვარსკვლავის ფანები ბელას ბოლო ფოტომ შეაშფოთა. მათი თქმით, მოდელს თირკმელთან დაკავშირებული გართულებები ჰქონდა. თირკმელების პრობლემები ამ დაავადების საერთო შედეგია. ძლიერი ანტიბიოტიკების მიღებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მისი კანის მდგომარეობაზე. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ბელა მკურნალობას მაინც აგრძელებს.