"ბავშვი პირველად რომ ვნახე შემეშინდა და სუნთქვა შემეკრა.. ძალიან ცუდად ვიყავი იმ მომენტში" - გიორგი გაბუნია მამობაზე საუბრობს - Marao

"ბავშვი პირველად რომ ვნახე შემეშინდა და სუნთქვა შემეკრა.. ძალიან ცუდად ვიყავი იმ მომენტში" - გიორგი გაბუნია მამობაზე საუბრობს

2023-06-18 23:18:55+04:00

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ცოტა ხნის წინ მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„ქ. ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, დაიბადა ქალბატონი კირა გაბუნია. დედას და მამას საყვარელი გოგო.“ – წერდა გიორგი. მან სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვა მიიღო. 

ამჯერად გიორგი გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ ესტუმრა და მამობაზე ისაუბრა:

„ზოგადად ძალიან ემოციური ვარ.. ნინისაც ვთხოვე, თუ არ გეწყინება, გარეთ ვიქნები-მეთქი. ბავშვი პირველად რომ ვნახე და ექთანმა მომაწოდა ხელში დასაკავებლად, შემეშინდა და სუნთქვა შემეკრა.. ძალიან ცუდად ვიყავი იმ მომენტში.

მე რაც 9 თვის განმავლობაში ვნახე, ზოგადად დედა რასაც აკეთებს შვილისთვის, შეიძლება 60 და 70%-ით წაიღოს მამამ და ცოტა დედა დაასვენოს. იმ 9 თვის განმავლობაში დედა წვალობს, უძილო ღამეები აქვს, ვერ ჭამს, ვერაფერს აკეთებს..მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახლში ძალიან ადრე მივიდე. როდესაც ბავშვი იღვიძებს ღამით და ნინის სძინავს, ვცდილობ, რომ არ გავაღვიძო და ბავშვი დამყავს ხელში. რამდენიმე დღის წინ მასწავლეს, საჭმელი როგორ უნდა მოვუმზადო.

ცხვირს ცხვირზე მივადებ ხოლმე ბავშვს, ვეთამაშები და ინაბება. შეჭმა მინდა მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება“, – ამბობს გიორგი.