„ბავშვებმა სამყაროზე ჩემი ხედვა მთლიანად შეცვალეს“ - რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან ალ პაჩინოს უფროსი შვილები - Marao

„ბავშვებმა სამყაროზე ჩემი ხედვა მთლიანად შეცვალეს“ - რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან ალ პაჩინოს უფროსი შვილები

2023-06-19 11:03:38+04:00

ჰოლივუდის მსახიობი ალ პაჩინო არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, მაგრამ ორი საყვარლისგან სამი შვილი ჰყავს. ცოტა ხნის წინ კი მსახიობი მეოთხე შვილის მამა გახდა. გადავხედოთ, რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან ალ პაჩინოს უფროსი შვლები:

ჯულია მარი პაჩინო, 33 წლის

მსახიობის უფროსი ქალიშვილი 1989 წლის 16 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მამის მსგავსად, ჯულიამ კარიერის გაგრძელება კინოინდუსტრიაში გადაწყვიტა.

„როცა პატარა ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვიღებდი პატარა მოკლემეტრაჟიან ფილმებს და სცენარებს ვწერდი“ - ამბობს ჯულია. 

2009 წელს ჯულიამ და მისმა მეგობარმა ჯენიფერ დელიამ პროდიუსერული კომპანია Poverty Row Entertainment-ი დააარსეს, რომელიც მუსიკალურ ვიდეოებს, რეკლამებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს აწარმოებს. ბიზნესი საკმაოდ კარგად მიდის. ჯულიას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო თავისი ნამუშევრისთვის, მათ შორის, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო 2020 წლის ვენეციის კინოფესტივალზე.

ანტონ და ოლივია პაჩინო, 22 წლის

ტყუპი ანტონ ჯეიმსი და ოლივია როუზ პაჩინო 2001 წლის 25 იანვარს დაიბადნენ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ერთად აღარ არიან, პაჩინო შვილებთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს. 

The Guardian-თან ინტერვიუში მან ერთხელ აღიარა, რომ ბავშვებმა მისი პრიორიტეტები შეცვალეს:

„ბავშვებმა შეცვალეს ჩემი შეხედულება სამყაროზე. სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ, ისე ვცხოვრობდი, რომ ირგვლივ არაფერი შემიმჩნევია. მსახიობობა ჩემთვის ყველაფერი იყო, ახლა კი ის მხოლოდ ცხოვრების მცირე ნაწილია“.